„ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს“ -პატრიარქი

17 მაისი 2020, 14:55 1495 ნახვა

საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. ილია მეორემ ბრძანა, რომ საქართველო მტკიცედ იდგება მართლმადიდებელ სარწმუნოებაში.„ვერავითარი უარყოფითი ძალა ვერ სძლევს საქართველოს სიყვარულსა და სიხარულს.

ჩვენ ვლოცულობთ, რომ ჩვენი ოჯახები მტკიცე იყოს, ქრისტიანული იყოს, მორწმუნე იყოს, სადაც სარწმუნოებაა ჭეშმარიტი, იქ სიხარულია, იქ სიყვარულია- განაცხადა ილია მეორემ. პატრიარქმა მრევლს წმინდა მონიკას და მისი შვილის, ავგუსტინეს ცხოვრება გაახსენა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში