საქართველოში პირველი "მწვანე ზონა" ბათუმში შეიქმნება

17 მაისი 2020, 18:47 18136 ნახვა

ბათუმი იქნება პირველი, რომელიც საერთაშორისო ვიზიტორებისთვის გახსნის კარს. ამ სათაურით სტატიას Emerging Europe აქვეყნებს. 

პირველი უსაფრთხო ზონა ბათუმი იქნება. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ რეგიონში ტურიზმი განახლებულიყო. – აღნიშნავს სტატიის ავტორი.

Emerging Europe-თან საუბარში თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ სანაპიროზე მოხდება, სოციალური დისტანციის გაკონტროლება და ყველა იმ რეკომენდაციის ზედმიწევნით დაცვა, რასაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უსაფრთხო მოგზაურობისა და დასვენებისთვის გვთავაზობს.

საქართველოს აქვს ყველაზე დაბალი სიკვდილიანობა, ერთ სულ მოსახლეზე ვიდრე ნებისმიერ განვითარებულ ევროპულ ქვეყანას.  ქვეყანას ახალი სლოგანიც აქვს: საქართველო - უსაფრთხო მიმართულება, ტურისტებისთვის.

”მსოფლიო ჩვენ გვიცნობდა, როგორც ტრადიციებისა და სტუმართმოყვარე ქვეყანას ახლა კი გაგვიცნობს, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ადგილის. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ახალი კონკურენტული უპირატესობა, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ შეიძინა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ”- ამბობს ნათია თურნავა, საქართველოს ეკონომიკის მინისტრი.

წელს თქვენი მოგზაურობის არჩევანი შეიძლება შეზღუდული იყოს, მაგრამ საქართველო და მისი შავი ზღვის მარგალიტი-ბათუმი, ბიზნესისთვის და ვიზიტორთათვის ღიაა.

ბათუმში დასვენებამ შესაძლოა დაგარწმუნოთ, რომ აქ covid-19 არასოდეს ყოფილა - აღნიშნავს სტატიის ავტორი.

 

 

ფოტო: turebi.ge

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში