ვინ და რატომ ვერ ახერხებს საქმიანობის გაგრძელებას?

18 მაისი 2020, 20:23 2092 ნახვა

ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით,  ისევ აკრძალულია 10-ზე მეტი პირის შეკრება, ასევე შეზღუდულია სატრანსპორტო საშუალებით 3-ზე მეტი ადამიანის გადაადგილებაზეც. ღია კაფე-ბარების გახსნა 1-ლი ივნისიდან იგეგმება, სავალდებულო მოთხოვნებით, დისტანცია მაგიდებს შორის და ხშირი დეზინფექცია. რამდენიმე თვის განმავლობაში დაკეტილ ობიექტებს ახალი რეგულაციებით მოუწევთ მუშაობა. განსხვავებული იქნება წესები ვიზიტორებისთვისაც. უსაფრთხოების ნორმების დაცვა ყველასთვის აუცილებელია, თუმცა განსხვავებული.

დეზობარიერი სასტუმროებისთვის სავალდებულოა, ყველა სტუმარისთვის კი თერმოსკრინინგი. მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობით მომსახურებიან ვიზიტორებს გიდები. ეკონომიკის გახსნის ვადებს მიღმა დარჩენილი რამდენიმე სექტორის კი უკმაყოფილოა, როგორც ამბობენ, რომ უსაფრთხო გარემოში მუშაობისთვის რეკომენდაციებს აკმაყოფილებენ, მაგრამ ამის საშუალება არ მიეცათ და არც ის იციან როდის შეძლებენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში