სეზონზე ცარიელი კახეთი ძალიან მძიმე საყურებელია - გიორგი გახარია

19 მაისი 2020, 14:20 1204 ნახვა

პრემიერის განცხადებით საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს ეკონომიკის ასამუშავებლად. ეს განცხადება პრემიერმა კახეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა. მისივე განმარტებით, მძიმე საყურებელია ასეთ სეზონზე ცარიელი კახეთის ყურება.

​"ადმიანის ჯანმრთელობა და ვირუსთან ბრძოლა არის პრიორიტეტი ნომერი ერთი. კახეთში ამის თქმა საამაყოა, რადგან ვირუსის გავრცელების კუთხით აქ ძალიან კარგად მიდის ყველაფერი. მაგრამ ისიც ძალიან კარგად გვესმის, რომ ეკონომიკა არ უნდა დაგვავიწყდეს. საცოდაობაა ის, რომ კახეთში ასეთ სეზონზე, ასეთ ამინდში რეგიონი ასეთი ცარიელია. ძალიან მძიმე საყურებელია ეს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ნელ-ნელა, ფრთხილად, ყველა წესის დაცვით ეკონომიკა ავამუშავოთ და პირველ რიგში ეს ეხება ტურიზმს.

კახეთში დაგროვდა უზარმაზარი კომპეტენცია, აშენდა ბევრი სასტუმრო, გაშენდა ბევრი ვენახი, გაკეთდა ბევრი მარანი და ამ ყველაფერს სჭირდება მომხმარებელი"-განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში