საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამკურნალოდ წასვლას დღეიდან შეძლებენ

20 მაისი 2020, 11:01 2706 ნახვა

20 მაისიდან საქართველოს მოქალაქეები თურქეთში სამკურნალოდ წასვლას შეძლებენ. ამის შესახებ თურქეთში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა.

შეზღუდვების მოხსნის შესახებ წერს თურქული მედიაც. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით ქვეყანაში სამკურნალოდ შემოსული პაციენტებისთვის შეზღუდვები საქართველოს ჩათვლით, 31 ქვეყნისთვის მოიხსნება.

''თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით 20 მაისიდან, ქვეყანაში სამკურნალოდ შემოსული პაციენტებისთვის მოიხსნება პანდეემის გამო დაწესებულ შეზღუდვები, რომელიც შეეხება 31 სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს. თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადგინა შესაბამისი რეგულაციები ქვეყანაში შემოსასვლელად, საავადმყოფოში მისაღებად, სამკურნალოდ და იზოლააციის უზრუნველსაყოფად. ასევე თურქეთის ჯანდცვის უწყება განსაზღვრავს სამკურნალოდ შემოსულ ადამიანთან ერთად თანმხლები პირების მიმართ დადგენილ რეგულაციებს/ნორმებს'' - წერია განცხადებაში.

ქვეყნებში შედის: ერაყი, ლიბია, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქმენეთი, უზბეკეთი, ყაზახეთი, საბერძნეთი, უკრაინა, რუსეთი, ჯიბუტი, ალჟირი, კოსოვო, მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, რუმინეთი, სერბეთი, ბულგარეთი, მოლდოვა, სომალი, ქუვეითი, ყატარი , ბაჰრეინი, ომანი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, პაკისტანი, ყირგიზეთი და ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში