მრჩეველთა საბჭოს სხდომა

20 მაისი 2020, 15:30 1762 ნახვა

სახელფასო პოლიტიკის გადახედვა, შემცირებული საეთერო ბადის გამრავალფეროვნება, გადაცემების დამატება ევროინტეგრაციის მიმართულებით, დაბალი რეიტინგის მქონე გადაცემების დახურვა ან გადახალისება, რადიოსა და ტელევიზიაში ერთიანი ნიუსრუმის სტრუქტურის შექმნა და რადიოში ადამიანური რესურსის დამატება, სამუშაო პირობების შექმნა თანამშრომლებისთვის - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც მრჩევლებმა აქცენტები გააკეთეს.  მაუწყებლის 2021 წლის პროგრამული პრიორიტეტების განხილვა იყო მთავარი საკითხი რომლის შესახებაც აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩევლებმა იმსჯელეს.

მათ საკუთარი პრიორიტეტების შესახებ ისაუბრეს. მრჩეველმა გია ქარცივაძემ მოითხოვა განმარტება რამდენიმე დღის წინ მაუწყებლის მიერ გაკეთებული განცხადების შესახებ, რომელშიც საუბარი იყო ვებგვერდზე არაუფლებამოსილი პირის მიერ ინფორმაციის განთავსების შესახებ. მრჩეველთა ნაწილმა განმარტა, რომ მათი ინფორმაციით მოკვლევა მიმდინარეობს და შედეგები უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება. გია ქარცივაძის მოსაზრებით, ვებგვერდმა დაკარგა ფუნქცია და ამაზე მრჩევლებს მკვეთრი რეაქცია არ აქვს.  2021 წლის პროგრამული პრიორიტეტების დოკუმენტი ვებგვერდზე  25 მაისამდე უნდა გამოქვეყნდეს. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში