ხანძრის შედეგად დაზარალებული თითოეული ოჯახი 15 000 ლარს მიიღებს

20 მაისი 2020, 18:19 1729 ნახვა

აჭარის მთავრობა ხანძრის შედეგად დაზარალებულ 6 ოჯახს სარეზერვო ფონდიდან 90 000 ლარს გამოუყოფს.თანხა გაიცემა ხულოს, ქედის, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში დაზარალებულ ოჯახებზე, თითოეული ოჯახი  15 000 ლარს მიიღებს. სამთავრობო კომისიის რეკომენდაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს დასამტკიცებლად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.    

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში