საოკუპაციო რეჟიმის კიდევ ერთი მსხვერპლი

20 მაისი 2020, 20:33 1033 ნახვა

საოკუპაციო რეჟიმის მორიგი მსხვერპლი. ოკუპირებულ ახალგორში 63 წლის კაცი გარდაიცვალა, ის 5 დღის განმავლობაში ცხინვალის საავადმყოფოში, ინსულტის დიაგნოზით მკურნალობდა. ოჯახი დაღუპულის, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაყვანას ითხოვდა, საოკუპაციო რეჟიმმა კი ეს გადაწყვეტილება მდგომარეობის დამძიმებამდე არ მიიღო. გარდაცვლილი, წითელი ჯვრის ჩართულობით, გორის კლინიკაში გადაჰყავდათ, თუმცა გზაში დაიღუპა. ახალგორელი კაცი არის მორიგი მსხვერპლი იმ არაადამიანური შეზღუდვებისა, რომელიც მოსახლეობას ცხინვალის რეგიონში იზოლაციის პირობებში აქვს. - ასე გამოეხმაურა მომხდარს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა გააკეთა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში