პრემიერმა ბიზნესოპერატორებს შემოსავლების სამსახურთან ეფექტური თანამშრომლობისკენ მოუწოდა

21 მაისი 2020, 11:29 1505 ნახვა

გიორგი გახარია ბიზნესოპერატორებს, რომლებსაც სამსახურიდან თანამშრომლების გაშვება მოუწიათ, მოუწოდებს, ეფექტურად ითანამშრომლონ შემოსავლების სამსახურთან, რათა არავინ დარჩეს დახმარების მიღების გარეშე.

“კომპენსაციის მისაღებად ძალზედ მნიშვნელოვანია ეფექტური თანამშრომლობა როგორც მთავრობასა და მოქალაქეს, ასევე მთავრობასა და კონკრეტულ ბიზნესოპერატორებს შორის. ამიტომ, მე მინდა, მოვუწოდო ყველა იმ ბიზნესოპერატორს, რომელსაც მოუწია სამწუხაროდ, თანამშრომლების სამსახურიდან დათხოვნა, უფრო ეფექტურად და შედეგიანად ითანამშრომლოს შემოსავლების სამსახურთან, ფინანსთა სამინისტროსთან, რამეთუ ამ მოქალაქეების რაოდენობა იყოს უფრო დეტალურად დაფიქსირებული და ჩვენ არ დაგვრჩეს დახმარების გარეშე არც ერთი მოქალაქე, რომელსაც ასეთი დახმარება სჭირდება.

ასევე მინდა დავავალო შემოსავლების სამსახურს, რომ ის მონაცემები, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ სწრაფად და ეფექტურად გაიცეს კომპენსაციები, შეგროვებული იყოს რაც შეიძლება მალე, უმოკლეს ვადებში იმისთვის, რომ თითოეულ მოქალაქემ, რომელსაც ეს დახმარება სჭირდება, მიიღოს დროულად. ამ დახმარების ფასი არის მხოლოდ და მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ ამ დახმარებას მოქალაქეებს ვაძლევთ დროულად, მაშინ როდესაც მათ ეს დახმარება სჭირდებათ”, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში