უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმში რჩება

21 მაისი 2020, 15:52 1602 ნახვა

პლენარულ სხდომას არ ესწრება უმაღლესი საბჭოს ოპოზიცია. დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში არიან. მათ  სხდომის დაწყებამდე განცხადება გააკეთეს და აღნიშნეს, რომ ვიდრე 8 მარტის შეთანხმება სრულად არ შესრულდება და ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე არ გადავა, სხდომებს არ დაესწრებიან.

ოპონენტებს ლადო მგალობლიშვილი პასუხობს. მისი განცხადებით, ის რომ ოპოზიცია უმაღლესი საბჭოს საქმიანობაში არ მონაწილეობს, მათი პოლიტიკური არჩევანია. ქართული ოცნების წევრი მიიჩნევს, რომ ოპოზიციის ქმედებები დესტრუქციისკენ არის მიმართული.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში