ბათუმში დაზიანებული რეზერვუარიდან ბუნებრივი აირი ჰაერში იფრქვევა 

21 მაისი 2020, 18:00 2354 ნახვა

ბათუმში, ფაღავას ქუჩაზე, ბუნებრივი აირის რეზერვუარზე მიერთებული რკინის მილია დაზიანებული, საიდანაც აირი ჰაერში იფრქვევა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დაზიანება მასშტაბური არ არის და რეზერვუარის აფეთქების რისკი არ არსებობს. მათივე განმარტებით, ამ წუთებში გაგრილებითი სამუშაოები მიმდინარეობს. 

ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადაა მობილიზებული. სამართალდამცველებს გადაკეტილი აქვთ ფაღავას ქუჩაც და ავტომობილებს გადაადგილების უფლებას არ აძლევენ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რეზერვუარის ბუნებრივი აირისგან დაცლის შემდეგ, მას სპეციალისტები შეაკეთებენ. 

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში