პარლამენტი მართლმადიდებლური ეკლესიებისთვის ტყეების გადაცემის საკითხს განიხილავს

21 მაისი 2020, 20:27 1558 ნახვა

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს კანონმდებლები მსჯელობდნენ, მართლმადიდებელი ეკლესიებისთვის, მიმდებარე ტერიტორიებზე 20 ჰექტარი ტყის მასივის გადაცემის კანონპროექტია. აყენებს თუ არა ეს ჩანაწერი მართლმადიდებელ ეკლესიას უპირატეს მდგომარეობაში? ამის გამო, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები პროექტს აკრიტიკებენ, რადგან მათი თქმით ეს ხელისუფლების მხრიდან წინასაარჩევნო გათვლაა და სხვა კონფესიები არათანაბარ პირობებში ხვდებიან.

ეკლესიისთვის ტყის გადაცემის წინააღმდეგ ონლაინ პეტიციაც შეიქმნა.  მოქალაქეები პარლამენტს მოუწოდებენ ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებს  მხარი არ დაუჭირონ.  საპატრიარქოში კი ამბობენ, რომ ეს ტყის დაცვის საუკეთესო საშუალება იქნება. კანონმდებლობით, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არსებული ეკლესია-მონასტრების გარშემო 20 ჰექტრამდე ტყის შესყიდვა შეეძლება, თუმცა რა ფასად კანონპროექტში არ წერია. უცნობია რომელი ეკლესიები ისარგებლებენ მინიჭებული უფლებით აჭარაში.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში