ვგმობთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ მერეთში, ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის დაწყებასა - საგარეო

22 მაისი 2020, 10:13 1333 ნახვა

საგარეო საქმეთა სამინისტრო კატეგორიულად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მთავრობის მიერ კონტროლირებულ სოფელ მერეთში, ე.წ. „ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის დაწყებასა და ბოლო ორი თვის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის გახშირებული პროვოკაციებს.

უწყება მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს პროვოკაციები და ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, პატივი სცეს ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს, დაიწყოს 2008 წლის 12 აგვისტოს, ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულება და გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადოდ შეაფასოს რუსეთის დესტრუქციული ნაბიჯები და ქმედითი ზომები მიიღოს საქართველოს წინააღმდეგ რუსეთისგან გახშირებული თავდასხმების შესაჩერებლად.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები მერეთის ტერიტორიაზე გუშინ გადმოვიდნენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულის შესახებ  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას აცნობეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში