შეძლებს თუ არა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესებას დღეს გადაწყდება

22 მაისი 2020, 10:19 1054 ნახვა

შეძლებს თუ არა მთავრობა საგანგებო მდგომარეობის გარეშე შეზღუდვების დაწესებას დღეს გადაწყდება. პარლამენტი დღევანდელ სხდომაზე მეორე და მესამე მოსმენით განიხილავს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის და მისგან გამომდინარე კანონებში შესატან ცვლილებებს.

საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობას ინიციატორები იმით ხსნიან, რომ ეპიდსიტუაციის გაუარესების შემთხვევაში, მთავრობას სწრაფად მოქმედების და ეპიდემიის ეფექტურად მართვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, საერთაშორისო კონვენციებს და ხელყოფს პარლამენტის, როგორც მთავრობის მაკონტროლებელი ინსტიტუტის უფლებებს.

კანონპროექტის თავდაპირველ ვერსიაში, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით 21 მაისს განიხილა, მითითებული არ იყო ვადა, რომლის განმავლობაშიც მთავრობა ისარგებლებს შეზღუდვების უფლებით. ირაკლი კობახიძის ინიციატივით, შემზღუდავი ნორმები გარდამავალ დებულებებში გაიწერება და ვადა 15 ივლისამდე ექნება. 

პარლამენტმა, ამ წინადადების გათვალისწინებით, 80 ხმით 3-ის წინააღმდეგ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში