აჭარაში 20 ათას ოჯახს სასურსათო კალათები გადაეცემა

22 მაისი 2020, 12:21 2638 ნახვა

აჭარაში 20 ათას ოჯახს სასურსათო კალათები გადაეცემა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, დღეიდან აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში სასურსათო კალათების დარიგების მეორე ეტაპი დაიწყო და გაიზარდა  მოწყვლადი ჯგუფების კატეგორიები. დახმარებას მიიღებენ  შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარჩენალდაკარგულები, მარტოხელა მშობელბი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანები. ასევე, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 100 000-ზე ნაკლები ან ტოლი სარეიტინგო ქულით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა პენსიონერები.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში