აჭარაში გამოკვლეული 396 პირიდან COVID-19 არცერთს არ დაუდასტურდა

23 მაისი 2020, 11:45 1262 ნახვა

აჭარაში  კორონავირუსზე  გამოკვლეული  396 ანალიზის პასუხი უარყოფითია და რეგიონში  უკვე 23 დღეა  ინფიცირების ახალი შემთხვევა არ  გამოვლენილა , ეს არის მიზნობრივი ტესტირების   მონაცემები , ცხელების ცენტრებში  კი  ვირუსისთვის დამახასიათებელი საეჭვო სიმპტომებით დღეს 33 ადამიანს იკვლევენ,მათი  ანალიზის  პასუხი დღის ბოლოს უნდა გახდეს ცნობილი.  

აჭარაში  გამოკვლევა სულ 10 400-მდე ადამიანს ჩაუტარდა. კლინიკა ''მედალფაში'' კვლავ 2 პაციენტია მოთავსებული , მათი მდგომარეობა  მედიკოსების ინფორმაციით  დამაკმაყოფილებელია ,ერთ-ერთს სიმპტომები აღარ აღენიშნება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში