აჭარის რადიო 90 წლისაა

23 მაისი 2020, 12:56 1712 ნახვა

აჭარის რადიო 90 წლისაა .  ვულოცავთ  იუბილეს   კოლეგებს,   რადიოს ყველა თანამშრომელს და წარმატებებს ვუსურვებთ.  პირველი ინფორმაცია  აჭარის რადიოს ეთერში 90 წლის  წინ, 1930  წლის  მაისში  გავიდა. თავდაპირველად მაუწყებლობა მოსახლეობას საქალაქო კვანძის მეშვეობით მიეწოდებოდა. გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან აჭარაში მოკლე ტალღებზე გადამცემი რადიოსადგური, 1968 წლიდან კი საშუალოტალღოვანი სადგური ამოქმედდა.

1998 წლიდან აჭარის რადიოს მაუწყებლობის დრო 8 საათამდე გაიზარდა, დაემატა ახალი გადაცემები და რუბრიკები. 2001 წლიდან ჩვენს რადიოს თანამგზავრული კავშირის მეშვეობით მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში უსმენენ. მაუწყებლობა ტალღაზე  FM104.5 - 24 საათიანია. აჭარის რადიომ  უნიკალური ოქროს ფონდი შექმნა, სადაც დაცულია ქართველი მწერლების, პოეტების, ხელოვნების წარმომადგენლებისა და სახელმწიფო მოღვაწეების ხმები. 23 მაისი  ასევე ქართული  რადიოს დღეა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში