ტურისტული პოტენციალის კვლევა

23 მაისი 2020, 13:00 1808 ნახვა

აჭარაში ტურისტული პოტენციალის დამატებითი კვლევა დაიწყო. ახალი ტურისტული ღირსშესანიშნაობების, ჩანჩქერების, მთებისა და ტურისტული ობიექტების მოძიებასა და კვლევას ტურიზმის დეპარტამენტი ახორციელებს, რაზე დაყრდნობითაც ახალი ტურისტული მარშრუტების მარკირების პროექტები მომზადდება.

პროექტი გონიო-კვარიათი-სარფის მიმართულებით ლაზური თემატიკის  ტურისტული პროდუქტის შექმნას, ხულოს მუნიციპალიტეტში გოდერძის უღელტეხილისა და ბეშუმის მიმდებარე ტერიტორიებთან არსებული ნამარხი ტყეებისა და იქ არსებული სამკურნალო ტალახების ლაბორატორიულ შესწავლასაც ითვალისწინებს. ერთ-ერთ ახალ ტურისტულ მარშრუტად ხელვაჩაურში, სოფელი კაპნისთავი სახელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში