ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი გაუქმდა

23 მაისი 2020, 18:30 1274 ნახვა

ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, ე.წ. კომენდანტის საათი გაუქმდა. ქვეყანაში მოიხსნა გარკვეული ტიპის შეზღუდვები და ამასთანავე, ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად, რჩება რამდენიმე რეგულაცია.

საქართველოში ისევ შეზღუდულია საქალაქთაშორისო და მუნიციპალური ტრანსპორტით გადაადგილება, ამასთან ტაქსის მძღოლებს არ აქვთ უფლება 2-ზე მეტი მგზავრის გადაყვანის.  შეზღუდულია ტანსაცმლისა და ფეხსაცმლით ვაჭრობა, ამასთან იკრძალება სპორტული და კულტურული ღონისძიებების ჩატარება. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში