''საქართველო - შავი ზღვის გასაღები“ 

23 მაისი 2020, 18:35 1422 ნახვა

პატარა ქვეყანა საქართველო, სტრატეგიულადაა განლაგებული რუსეთსა და შუა აღმოსავლეთს შორის და, დამოუკიდებლობის არც თუ ისე ხანგრძლივი ისტორიის და დემოკრატიის გზაზე ჯერ კიდევ ზრდის პროცესში ყოფნის მიუხედავად,  მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ამერიკას, - ამის შესახებ ამერიკელი სამხედრო ექსპერტების ყველაზე მსხვილი დამოუკიდებელი ასოციაცია, „აშშ-ის სამხედრო საზღვაო ინსტიტუტის“  ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში „საქართველო - შავი ზღვის გასაღები“ ლეიტენანტი გრეის ჰოვარდი წერს.

ავტორი ყურადღებას ამახვილებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე. წერს, რომ  საქართველო იქცა ფიზიკურ ბარიერად, ერთი მხრივ, რუსეთს და  მეორე  მხრივ, შუა აღმოსავლეთსა და კავკასიაში რუსეთის მოკავშირეებს შორის, რის შედეგად მან განსაკუთრებული სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა რუსეთისთვის. ამერიკამ უნდა ითანამშრომლოს საქართველოსთან, რათა გაზარდოს თავისი გავლენა შავი ზღვის რეგიონში და შეასუსტოს რუსეთის გავლენის სფერო. სტატიის მიხედვით  რუსეთმა ცხადყო, რომ მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს  აშშ-ის მოკავშირეების ტერიტორიაზე შეჭრა, თუკი ისინი ჯერ არ არიან ნატოს წევრები, ამიტომ  , ამერიკამ მტკიცე მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს საქართველოს შესვლას ნატოში და მკაფიოდ განაცხადოს, რომ რუსეთს არ აქვს წევრობაზე ვეტოს დადების უფლება-წერს ავტორი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში