რადიო აჭარა 90 წლისაა

23 მაისი 2020, 20:51 2583 ნახვა

დღეს აჭარის რადიო 90 წლის გახდა, უნიკალური ისტორიისა და თანამედროვეობის ერთ-ერთი გამორჩეული მედია საშუალება,  1930 წლის 23 მაისიდან დაუღალავად ზრუნავს იმაზე, რომ მისი მსმენელი ყოველთვის იყოს მოვლენების საქმის კურსში, შეიქმნას სასიამოვნო განწყობა და მოუსმინოს უნიკალურ საარქივო მასალას.  თითქმის 7 წელია რადიო აჭარა საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსს ატარებს, რაც იქ მომუშავე ადამიანების თქმით, პასუხისმგებლობას კიდევ უფრო განსაკუთრებულს ხდის.

დღეს, ქართული რადიოს დღეცაა. 1925 წელს, თბილისში,  ნავთლუღში 120 მეტრიანი სამხედრო რადიო ანძა აღიმართა, რომელიც 300 კილომეტრის რადიუსით მოქმედებდა. აქვე ამოქმედდა ნახევრად კუსტარული სამაუწყებლო რადიოსადგური, საიდანაც 1925 წლის 21 მაისს საცდელი რადიოგადაცემა განხორციელდა.  მსახიობ-შემსრულებლები იყვნენ სადგურის ტექნიკური პერსონალი, რომლებმაც რადიოტელეფონით გადასცეს სიმღერა, მუსიკა და საუბარი. ფართო აუდიტორიისთვის განკუთვნილი საცდელი მაუწყებლობა 23 მაისს დაიწყო. სწორედ ეს დღე ითვლება ქართული რადიოს დაბადების დღედ.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში