"90 წელია, რაც ბათუმიდან გავრცელებული რადიოსიგნალი მრავალფეროვან პროგრამებს აწვდის მსმენელს" - გიორგი კოხრეიძე

23 მაისი 2020, 21:08 2004 ნახვა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორი, გიორგი კოხრეიძე რადიო აჭარის თანამშრომლებს 90 წლის იუბილეს ულოცავს:

"90 წელია, რაც ბათუმიდან გავრცელებული რადიოსიგნალი მრავალფეროვან პროგრამებს აწვდის მსმენელს. აჭარის რადიო იმთავითვე იყო ნოვაციებით გამორჩეული ერთ-ერთი პირველი ქართული რადიომაუწყებელი. უნიკალური ოქროს ფონდი, რომელიც ამ ხნის განმავლობაში იქმნებოდა, წარმოადგენს საერთო ეროვნული მნიშვნელობის საგანძურს. აჭარაში რადიოს არსებობის ყველა ეტაპზე მისი განვითარებისთვის იღწვოდნენ ჩვენი რეგიონის საუკეთესო ჟურნალისტები, ხმის რეჟისორები და ოპერატორები, მუსიკალური რედაქტორები, ინჟინრები, მსახიობები, მწერლები, პოეტები, სახელოვნებო დარგების თვალსაჩინო წარმომადგენლები.
რადიო აჭარა გაბედულად ხვდება თანამედროვე გამოწვევებს და ღირსეულად აგრძელებს ტრადიციას.
ვულოცავ რადიო აჭარის თანამშრომელთა ძველსა და ახალ თაობას იუბილეს, ვუსურვებ მსმენელთა ნდობასა და სიყვარულს, საზოგადოებრივი რადიოს სტანდარტების უფრო ამაღლებას და პროფესიულ წარმატებებს!".

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში