სახალხო დამცველმა ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის შესწავლა დაიწყო

24 მაისი 2020, 18:00 1761 ნახვა

საქართველოს სახალხო დამცველმა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სავარაუდო ძალადობრივი ქმედებების  შესწავლა დაიწყო. აღნიშნული განცხადება ნინო ლომჯარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელა. ომბუდსმენი მედიას მოუწოდებს, თემის მგრძნობელობიდან გამომდინარე, გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან  შესაბამისი სტანდარტები.

საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია კი ფაქტთან დაკავშირებით  განცხადების გაკეთებას გეგმავს.  დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა. სპორტსმენის ადვოკატის თქმით ბასილაშვილმა გირაო უკვე გადაიხადა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში