ავარია გვირაბთან - დაშავებული კიდურების მოტეხილობით საავადმყოფოში გადმოიყვანეს

24 მაისი 2020, 18:02 11667 ნახვა

მახინჯაურში, გვირაბთან ახლოს , ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ბორდიურს დაეჯახა.  ავარიის   შედეგად დაშავდა  25 წლის ქალი.  იგი ქვემო კიდურის მოტეხილობით  სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  კლინიკა ''მედცენტრში’’  გადაიყვანა. 

სამედიცინო დაწესებულებაში პაციენტს უკვე ჩაუტარდა  კვლევები. მედიკოსების ინფორმაციით  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია, თუმცა  მას  დასჭირდება ოპერაცია.  მომხდარზე  გამოძიება   276  მუხლის , მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც  სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის  ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც  ჯანმთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში