პარლამენტის თავმჯდომარისა და სახელმწიფო მინისტრის მილოცვა

24 მაისი 2020, 18:29 1336 ნახვა

მუსლიმანური სამყარო რამადან ბაირამს აღნიშნავს.  რელიგიური დღესასწაული საქართველოს პარლამენტის სახელით არჩილ თალაკვაძემ  საქართველოში მცხოვრებ მუსლიმებს მიულოცა  ჯანმრთელობა, მშვიდობა და სიხარული უსურვა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა თქვა რომ საქართველოში მცხოვრებმა მუსლიმებმა გამოიჩინეს დიდი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და კორონავირუსის პანდემიის პირობებში რელიგიური, სახალხო დღესასწაულები გაცემული რეკომენდაციებისა და დაწესებულ რეგულაციების გათვალისწინებით აღნიშნეს, რისთვისაც მადლიერება გამოხატა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში