აჭარაში ჩატარებული 131 ლაბორატორიული კვლევის შედეგი covid-19-ზე უარყოფითია

25 მაისი 2020, 11:15 1722 ნახვა

30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ​რეგიონში ჩატარებული 131 ლაბორატორიული კვლევის შედეგი უარყოფითია. ცხელების კლინიკებში მოთავსებულია 18 პირი, მათი კვლევის პასუხები დღის ბოლოს გახდება ცნობილი.

აჭარაში კორონავირუსზე PCR ტესტი 11 172 პირს ჩაუტარდა.

რეგიონში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 14 მარტს დადასტურდა. დღემდე რეგიონში ვირუსი დაუდგინდა 71 ადამიანს. გარდაიცვალა 2 ადამიანი. 

ამჟამად აჭარაში კოვიდ დადებითი პაციენტი არ არის. კლინიკაში მყოფი ყველა მოქალაქე გამოჯანმრთელდა და სამედიცინო დაწესებულება დატოვა. 

კარანტინში იმყოფება 1114 პირი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში