20-21 ივნისს დაშავებული 23 პირი დაზარალებულის სტატუსის გარეშეა - საია

25 მაისი 2020, 12:20 1898 ნახვა

პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაშავებულ 23 პირს დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე ისევ უარი უთხრა. მათი ინტერესების დამცველი ორგანიზაციის „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“  განმარტებით, პროკურატურის უარს საია სასამართლოში ასაჩივრებს და დაზარალებული პირებისათვის შესაბამისი სამართლებრივი სტატუსის მინიჭებას მოითხოვს. აღნიშნული საქმის ფარგლებში, 2019 წელს საია-მ ერთხელ უკვე მოითხოვა დაშავებული პირებისათვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, თუმცა, როგორც პროკურატურამ, ასევე სასამართლომ, მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს. პროკურატურა და სასამართლო დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე უარს ძირითადად იმით ხსნიდნენ, რომ სტატუსის მოთხოვნის დროისათვის დაზიანებებთან დაკავშირებით ექსპერტიზის შედეგები არ იყო ცნობილი. მოგვიანებით, აღნიშნულ პირთაგან პროკურატურამ დაზარალებულის სტატუსი მხოლოდ მაკო გომურს და გიორგი სულაშვილს მიანიჭა.საია მიიჩნევს, რომ პროკურატურის მიერ 20-21 ივნისს დაზარალებული პირებისათვის სტატუსის მინიჭებაზე განმეორებით უარის თქმა უკანონო და დაუსაბუთებელია.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში