შეზღუდვები საგანგებო მდგომარეობის გარეშე - რეგულაციებს საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

25 მაისი 2020, 15:08 1405 ნახვა

მორიგი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოში  საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ასაჩივრებს.

არასამთავრობო ორგანიზაციაში საფრთხეებზე საუბრობენ და  მიიჩნევენ, რომ  მთავრობას ენიჭება უფლება  პარლამენტის გვერდის ავლით შეზღუდოს   კონსტიტუციით გარანტირებული ის უფლებები, რომლის შეზღუდვაც მხოლოდ კანონით არის შესაძლებელი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში