ქობულეთში დღეს ცხელების ცენტრი გაიხსნა 

25 მაისი 2020, 16:19 2728 ნახვა

ქობულეთში, პირველადი ჯანდაცვის გადაუდებელი მედიცინის ცენტრის შენობაში, “კლინიკა ბომონდმა” ცხელების ცენტრი გახსნა.

სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსზე საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებს მიიღებენ. იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეებს ახალი ვირუსი არ დაუდასტურდებათ, მათ ადგილზე უმკურნალებენ, კოვიდ ინფიცირებულებს კი სხვა, შესაბამისი პროფილის კლინიკებში გადაამისამართებენ.

კომპანიის ინფორმაციით, ცხელების ცენტრში 10 ბოქსირებული პალატა, 3 ინტენსიური დაკვირვების სივრცე, ლაბორატორია და კომპიუტერული ტომოგრაფიის კაბინეტი ფუნქციონირებს.

პროექტი აჭარის ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდა. ცხელების ცენტრის მოწყობაზე ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

კლინიკა ოფიციალურად დღეს გაიხსნა. 

30 აპრილის შემდეგ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში