ჩეხეთი იქნება ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო, ვისთანაც სწრაფად აღვადგენთ ტურისტულ მიმოსვლას - თურნავა

26 მაისი 2020, 10:40 1310 ნახვა

არ არის გამორიცხული ჩეხეთი ერთ-ერთი პირველი ევროპული სახელმწიფო გახდეს, ვისთანაც ტურისტული მიმოსვლა აღდგება - ამის შესახებ საუბარი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრსა და საქართველოში ჩეხეთის ელჩს შორის გამართულ შეხვედრაზე.

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა ის ფორმალური პროცედურები განიხილეს, რომელიც უსაფრთხოების ორმხრივი დერეფნის შექმნის დასაჩქარებლად არის საჭირო.

შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობისა და პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში