შეხვედრა ბსუ-ს მენეჯმენტთან

26 მაისი 2020, 12:31 1133 ნახვა

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო აღჭურვის პარალელურად მომზადდება, როგორც საუნივერსიტეტო კლინიკა.  ამის შესახებ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მენეჯმენტსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შორის გამართულ შეხვედრაზე ითქვა. პრესსსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს დისტანციური სწავლების მიმდინარეობა და ხარისხი, ისაუბრეს პანდემიის პერიოდში არსებულ გამოწვევებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა 200 სტუდენტზე გათვლილი ახალი საცხოვრებელი,  ექსპლუატაციაში შევიდა  ციფრული ტექნიკით აღჭურვილი სინქრონული თარგმანის ლაბორატორია.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში