საქართველოს დამოუკიდებლობის დღე

26 მაისი 2020, 18:03 1534 ნახვა

საუკუნეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით. ყველაფერი 1918 წლის 26 მაისს დაიწყო,  როცა საქართველოს პირველმა მთავრობამ დაკარგული დამოუკიდებლობა აღადგინა. ქვეყნის დამოუკიდებლობა უკვე 102 წელს ითვლის. ღონისძიებები წელს განსხვავებულად დაიგეგმა. პანდემიის გამო, ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, ისტორიულმა თარიღმა, მასშტაბური ღონისძიებების გარეშე ჩაიარა. თუმცა ხელისუფლების  პირველმა პირებმა სამხედრო ძალების წევრებს მიულოცეს და სიტყვით მიმართეს ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, სადაც ასევე დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში