მაჭახლის ხეობამ შესაძლოა დაცული ლანდშაფტის სტატუსი მიიღოს

26 მაისი 2020, 18:31 2870 ნახვა

მაჭახლის ხეობამ შესაძლოა დაცული ლანდშაფტის სტატუსი მიიღოს. კანონპროექტი უკვე მზადაა. ინიციატორი  აჭარის უმაღლესი საბჭოს  აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა.

ვახტანგ წულაძის განცხადებით,  ისტორიული ხეობა თავისი ბიომრავალფეროვნებით ასევე მატერიალური და არამატერიალური კულტურით  დაცული ლანდშაფტის სტატუსის მისაღებად საჭირო ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. საქართველოს პარლამენტში გადაგზავნამდე, დოკუმენტს მხარი აჭარის უმაღლესი საბჭოს  დეპუტატებმა უნდა დაუჭირონ.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში