1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ დამოუკიდებლობის აქტი მიიღო

26 მაისი 2020, 20:08 2395 ნახვა

1918 წლის 26 მაისი, კვირა, დღის 5 საათი და 10 წუთი.  თბილისში, მაშინდელი გოლოვინის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობა გამოცხადდა. გზა 1918 წელს, რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე გრძელი იყო, თუმა 102 წლის წინ მოპოვებული დამოუკიდებლობა, დაახლოებით 3 წელში, 70 წლიანმა საბჭოთა ოკუპაციამ შეცვალა. 1921 წლის თებერვლამდე კი საქართველოს დამოუკიდებლობა ევროპის თითქმის ყველა წამყვანმა ქვეყანამ სცნო, თუმცა, ამის მიუხედავად, საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ მხოლოდ არასრული 3 წელი იარსება. 7 ათეული წლის შემდეგ, გასული საუკუნის 90-იან წლებში, დაშლის პირას მისული საბჭოთა კავშირიდან, საქართველომ თავის დაღწევა შესძლო და 1991 წლის 9 აპრილს, ხელისუფლებაში მოსულმა ეროვნულმა ძალებმა, 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინეს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინა დემოკრატიული რესპუბლიკის ყველა სახელმწიფო სიმბოლიკა.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში