დარბეული აქცია და შეფასებები 9 წლის შემდეგ

26 მაისი 2020, 20:16 2156 ნახვა

საქართველოს უახლეს ისტორიაში, ერთ-ერთი მასშტაბური დარბევა. 9 წლის წინ, როდესაც საქართველო დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებოდა, წინა ღამით, ოპოზიციის მიერ მოწყობილი საპროტესტო გამოსვლა, დარბეული აქციით, ასეულობით დაკავებულითა და რამდენიმე მძიმე დაშავებულით დასრულდა. ასფალტზე მწოლიარე, ხელ-ფეხ შეკრული აქციის მონაწილეები და სრულიად შეუიარაღებელი მოქალაქე რამდენიმე სპერაზმელის პირისპირ - ეს 2011 წლის 26 მაისის ყველაზე ცნობილი კადრებია.

მომხდარიდან რამდენიმე საათში კი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რუსთაველის გამზირზე, სამხედრო აღლუმი ჩაიბარა. 26 მაისის ღამეს, სამართალდამცველების მაშინდელი მოქმედება, მწვავე პროტესტის საგანი გახდა. არასამთავრობო ორგანიზაციები და მაშინდელი ოპოზიციის ნაწილი, პოლიციას, ძალის გადამეტებაში სდებდა ბრალს. საქმეზე განაჩენი რამდენიმე წელში დადგა. 9 წლის შემდეგ, იმ დღის ერთ-ერთი მთაავრი მონაწილე „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მხარდამჭერებთან ერთად წუხელ პარლამენტთან მივიდა.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში