პირველი ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები - გახარია

27 მაისი 2020, 11:13 5156 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, პირველი ივნისიდან გაიხსნება ყველა სახის ღია მაღაზია, მათ შორის მოლები, ასევე ღია და დახურული ბაზრობები.

გიორგი გახარიას განცხადებით, ორშაბათიდან მუშაობას დაიწყებენ ღია სივრცის მქონე რესტორნებიც. 

პრემიერმა ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ისაუბრა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში