საია-ს სარჩელი

29 სექტემბერი 2016, 00:00 2078 ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ბათუმის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები, სასამართლოში გაასაჩივრა. ორგანიზაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ბათუმის საკრებულოს 27 სექტემბრის გადაწყვეტილება უკანონო, ხოლო ბათუმის მერიის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არასაკმარისი იყო. საქმე ეხება,  მაისის სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის საჭირო თანხის გამოყოფის საკითხს. საიაში მიიჩნევენ, რომ არჩევნებამდე 12 დღით ადრე, ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა არ არსებობდა.

ამავე კატეგორიაში