პრემიერის გამოსვლის პარალელურად პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა

27 მაისი 2020, 15:30 1447 ნახვა

პრემიერის გამოსვლის პარალელურად პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გაიმართა. მოძრაობა "შეცვალეს" აქტივისტებმა პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელთან წითელი საღებავით ხელები გამოსახეს და განმარტეს, რომ ეს "არის სისხლიანი ხელების სიმბოლო".  აქციაზე მივიდა „მოძრაობა ხალხისთვის“ ლიდერი. ანა დოლიძის განცხადებით, მოძრაობის წევრებთან ერთად დღეს პრემიერს 41 კითხვა გაუგზავნა.  პარლამენტთან მობილიზებული იყო პოლიცია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში