​ქალბატონო სალომე შთაბეჭდილება მრჩება, რომ საერთაშორისო პარტნიორების თარგმნის ექსკლუზიური უფლება მოიპოვეთ

27 მაისი 2020, 17:34 1696 ნახვა

ქალბატონო სალომე შთაბეჭდილება მრჩება, რომ საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების თარგმნის ექსკლუზიური უფლება მოიპოვეთ - ასე დაიწყო ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვაზე პასუხის გაცემა საქართველოს პრემიერმა. გიორგი გახარიამ სალომე სამადაშვილს უთხრა, რომ საერთაშორისო პარტნიორები ყოველთვის ობიექტურად აფასებდნენ მოვლენებს და ასე მოიქცევიან 8 მარტის შეთანხმებასთან დაკავშირებითაც. 

პრემიერმა თქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცება წინ არის და გამოჩნდება ვინ რა პოზიციას დაიჭერს. 

​''ქალბატონო სალომე მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ამ ბოლო დროს მოიპოვეთ ექსკლუზიური  უფლება, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებების თარგმნის. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ესეთი ექსკლუზიური უფელბა თქვენ არ გაქვთ. ჩვენ და მეც პირადად უფრო მჭიდრო ურთიერთობა მაქვს მათთან. იმ ყველაფერთან ერთად ესე გვარებს, რომ ჩამოთვლით ხოლმე, თუ ობიექტურად შევაფასებთ ყველაფერს დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ჩემზე უკეთესად იცით ეს ადამიანები არიან საქართველოს მეგობრები და არა ''ნაციონალური მოძრაობის'' მეგობრები.

შესაბამისად სწორედ ეს ადამიანები იქნებიან ისინი, რომლებიც აქამდე ობიექტურად აფასებდნენ და შემდგომშიც ობიექტურად შეაფასებენ იმ 8 მარტის შეთანხმებსაც. მალე მოვა საკონსტიტუციო ცვლილებების დრო და იქაც კარად გამოჩნდება ვინ როგორ პოზიციას დაიჭერს'' - განაცხადა პრემიერმა. 

სალომე სამადაშვილმა უმრავლესობის წევრებს შეახსენა, რომ ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მილოცვაში ხაზი გაუსვა დემოკრატიისა და მართლმსაჯულების მნიშვნელობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში