მანუჩარ შერვაშიძე 90 წლის გახდა

27 მაისი 2020, 20:57 3586 ნახვა

მანუჩარ შერვაშიძეს დაბადებიდან 90, ხოლო სასცენო მოღვაწეობის 65 წელი შეუსრულდა. მაყურებელი მას, არაერთი კინო და თეატრალური როლით იცნობს. თეატრში სახელი შექსპირისეული როლების შესრულებით გაითქვა. 

​ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მანუჩარ შერვაშიძეს მინიჭებული აქვს აჭარისა და საქართველოს დამსახურებული არტისტისა და საქართველოს სახალხო არტისტის საპატიო წოდებები. არის იუსუფ კობალაძისა და უშანგი ჩხეიძის სახელობის პრემიების ლაურეატი.

ბათუმის დრამატული თეატრის შესასვლელთან გახსნილია მისი სახელობის ვარსკვლავი, არის ბათუმის საპატიო მოქალაქე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში