1800 დევნილი ოჯახი ბინას სამი წლით ადრე მიიღებს - პრემიერი

28 მაისი 2020, 12:52 1374 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით,  150 მილიონი გამოიყოფა იმისთვის, რომ 1800-მა დევნილმა ოჯახმა ბინები 3 წლით ადრე მიიღოს. 

''ჩვენი სოციალური დახმარებებით ბევრი ჯგუფი მოვიცავით და ხშირად იყო შეკითხვა, რომ დევნილები დაგვრჩნენ ყურადღების გარეშე და ახლა ჩვენ ამ ჩავარდნას ვაკომპენსირებთ

მთავრობა მიმართავს 150 მილიონ ლარს წლის ბოლომდე იმისთვის, რომ დააკონტრაქტოს დევნილებისთვის დამატებითი, 1800 ოჯახისთვის სამჯერ მეტი მშენებლობა, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დევნილები, 1800 ოჯახი, დაახლოებით 6000 ადამიანი სამი წლით ადრე მიიღებს ბინას“, - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში