თურქეთი შეზღუდვებს ამსუბუქებს - პირველი ივნისიდან იხსნება რესტორნები და სპორტული ობიექტები 

29 მაისი 2020, 10:41 3314 ნახვა

თურქეთში კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების მნიშვნელოვანი ნაწილი 1-ელი ივნისიდან იხსნება. როგორც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, სრულად მოიხსნება საქალაქთაშორისო მოგზაურობაზე დაწესებული შეზღუდვები. ასევე გაიხსნება რესტორნები, კაფეები, პარკები და სპორტული ობიექტები. მისი თქმით, რჩება შეზღუდვები 65 წელზე უფროსი ასაკის და 18 წლამდე ასაკის პირთა გადაადგილების შესახებ.

თურქეთში კორონავირუსით დაიღუპა 4 ათას 500 ადამიანი, 160 000-ზე მეტი კი დაინფიცირებულია. კორონავირუსით დაინფიცირებული მძიმე პაციენტების რაოდენობა იკლებს ევროპაში. ქვეყნების უმრავლესობა ორშაბათიდან შეზღუდვების შემსუბუქების მომდევნო ეტაპზე გადადის.

2 ივნისიდან საფრანგეთში ბარები, რესტორნები და სანაპიროები გაიხსნება.

მსოფლიოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვი 6 მილიონს უახლოვდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში