427 206 ადამიანმა სოციალური დახმარება, ქეშის სახით უკვე მიიღო - გიორგი გახარია 

29 მაისი 2020, 14:44 1710 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრის განცხადებით, მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარების გაცემა დაიწყო. გიორგი გახარიამ დღეს იმ კატეგორიებზე ისაუბრა, რომლებსაც სახელმწიფოსგან თანხები უკვე ჩაერიცხათ. 

''ის რაც დღეს რაც დღეს ბატონმა რომანმა ამ ტრიბუნიდან თქვა, არის ტყუილი. გეტყვით რა არის ეს ტყუილი. მე დაგპირდით, რომ სოციალური გადახდები, რომელიც ბიუჯეტმა თავის თავზე აიღო დაიწყებოდა კვირის ბოლომდე. ეს გადახდები რა თქმა უნდა დაიწყო.  

25 მაისი შემდგომ, 72 175 ჩვენმა  მოქალაქემ 1200 ლარიანი სოციალური დახმარება მიიღო. ეს ის რაოდენობაა რომელსაც თანხა უკვე ჩაერიცხა.

194 796 მოქალაქემ, რომელსა სარეიტინგო ქულა აქვთ 75 000-100 0000-მდე მიიღო სოციალური დახმარება. 

2 644 ჩვენა მოქალაქემ, მრავალშვილიანმა ოჯახმა დღეის მდგომარეობით, პირველი ტრანში უკვე მიიღო. 

40 440-მა  შშმ პირს უკვე ჩაერიცხა დახმარება. 

18 000-მა ფერმა უკვე შეიძინა აგროდიზელი შეღავათიანი ფასით. 

27 000-ს ფერმერს უკვე აგროქულები  დაერიცხა, რომლის გამოყენებაც დაიწყეს. 

427 206  ადამიანმა სოციალური დახმარება ქეშის სახით უკვე მიიღო'' - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში