ტურიზმის სექტორისთვის პოსტკოვიდური რეგულაციები დამტკიცდა

29 მაისი 2020, 19:54 1951 ნახვა

ტურიზმის გახსნის პარალელურად, მთავრობის მიერ დადგენილი სტანდარტებისა და რეგულაციების დაკმაყოფილება, სექტორში მოქმედ ყველა სუბიექტს მოუწევს. უფრო კონკრეტულად, ყველა სასტუმრომ შესავლელებთან თერმოსკრინინგი უნდა უზრუნველყოს, შიდა ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები მინიმუმ 2-ჯერ უნდა ჩატარდეს, საერთო მოხმარების სივრცეებში კი დისტანციის დაცვა აუცილებელია. აუზებში, გარკვეული რაოდენობის ადამიანების ერთდორულად განთავსება იზღუდება, დისტანცია უნდა იყოს შეზლონგებს შორისაც.

რაც შეეხება ე.წ შვედური მაგიდის პრინციპს, საკვების აღებაში მათ, სასტუმროს პერსონალი დაეხმარება. რესტორანში კი ერთ მაგიდასთან 6 ადამიანზე მეტი ვერ განთავსდება. დოკუმენტში დეტალურადაა გაწერილი, რომ 6-ადგილიანი მინივენით 4, ხოლო 44-ადგილიანი ავტობუსით 22 ტურისტის გადაადგილებაა დასაშვები. რეკომენდაციების შედგენის პროცესში, როგორც სახელმწიფო უწყებები, ასევე კერძო სექტორი იყო ჩართული. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ რეკომენდაციები მსოფლიო სტანდარტის მიხედვით შედგა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში