„ტურიზმი  შავი ზღვისთვის“   

30 მაისი 2020, 18:26 2660 ნახვა

სლოვენიელ და ბერძენ პარტნიორებთან  ერთად  „ტურიზმის ინსტიტუტმა“ ონლაინ  შეხვედრა  გამართა, რომელზეც პროექტის „ტურიზმი 4.0  შავი ზღვისთვის“ პრეზენტაცია მოეწყო. მიზანი,  რეგიონში ტურისტული ობიექტებისა და ვიზიტორთა  ნაკადის შესახებ   ინფორმაციის შეგროვებაა. 

კერძოდ, მობილური ოპერატორების მონაცემების, საზღვრის კვეთის, მატარებლით და ავტომობილით გადაადგილების ლოკაციებიდან  მოგროვებული  ინფორმაციის  საფუძველზე  დაზუსტდება  თუ  სად სტუმრობენ უფრო ხშირად ჩამოსული ვიზიტორები, მოხდება ტურისტული ე.წ. ცხელი წერტილების იდეტიფიკაცია.პროექტი   ასევე ითვალისწინებს აჭარაში სხვადასხვა უწყებიდან სოციალური და ეკონომიკური მონაცემების შეგროვებას. პროექტი  თანადაფინანსებულია ევროკომისიის მიერ საზღვაო ეკონომიკის განვითარების პროგრამის ფარგლებში.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში