პოლიციის დღე

31 მაისი 2020, 12:34 1291 ნახვა

პოლიციის დღესთან დაკავშირებით სამსახურეობრივი მოვალეობის დროს დაღუპული პოლიციელების პატივსაცემად სამინისტროს  ტერიტორიაზე მდებარე გარდაცვლილი პოლიციელების მემორიალი შინაგან საქმეთა მინისტრმა და პრემიერ-მინისტრმა გვირგვინით შეამკეს.

ცერემონია საპატიო ყარაულის თანხლებით გაიმართა.  ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულა. ღონისძიების მონაწილეებმა წუთიერი დუმილით სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული პოლიციელების ხსოვნას პატივი მიაგეს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში