თამბაქოს  მოხმარებით  საქართველოში ყოველი მეოთხე ადამიანი იღუპება

31 მაისი 2020, 15:09 1857 ნახვა

თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს სხვადასხვა ხრიკებით და მიმზიდველობით შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ ამით დიდი მოგება ნახოს. სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეობა ჩემი გადასახედიდან , - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თამბაქოს დღესთან დაკავშირებით გამართული „ფეისბუქ ლაივის“ მიმდინარეობისას განაცხადა. ამირან გამყრელიძის  თქმით,  წელს თამბაქოს დღის მთავარი თემა თამბაქოს ინდუსტრიისგან ახალგაზრდების დაცვაა. 

გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. თამბაქოს მოხმარებით საქართველოში 11 400 ადამიანი იღუპება, აქედან 300 ბავშვია , -  განაცხადა  არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა. ლელა სტურუამ აღნიშნა, რომ  საქართველოში თამბაქოს მოხმარებით ყოველი მეოთხე ადამიანი იღუპება, ხოლო 3000-მდე - თამბაქოს პასიური მოქმედებით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში