პატარებს თავისებურ პერიოდში უწევთ ბავშვობის გატარება - გიორგი გახარია

01 ივნისი 2020, 12:43 1201 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა პატარებს პირველი ივნისი, ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა.

გიორგი გახარიამ თქვა, რომ მათ უჩვეულო პერიოდში უწევთ ცხოვრება. 

„დღეს ბავშვთა დაცვის დღეა. მინდა, ჩვენს პატარებს მივულოცო ეს დღე. თავისებურ პერიოდში უწევთ ბავშვობის გატარება და ეს ის იქნება, რაც მათ მეხსიერებაში დარჩება ყოველთვის და მინდა ბავშვებს, ასევე მათ მშობლებს მივულოცო. ასევე მინდა, თითოეულ ჩვენგანს მოვუწოდო, ჩვენ მოგვიწევს ბევრი შრომა, იმისთვის, რომ ჩვენი პატარების ცხოვრება იყოს უზრუნველყოფილი. რაც მთავარია, მათ შეეძლოთ, ასახელონ თავისი ქვეყანა და გაუწიონ კონკურენცია მათ თანატოლებს, როდესაც უფრო დიდები იქნებიან“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში