საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნით მოსალოდნელი რისკები არ გამართლდა - ჯანდაცვის მინისტრი

01 ივნისი 2020, 13:00 1191 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით  საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნით, გარკვეული რისკები, რომლის მოლოდინიც არსებობდა, არ გამართლდა. ეკატერინე ტიკარაძემ მოქალაქეებს რეკომენდაციების დაცვისკენ დღეს კიდევ ერთხელ მოუწოდა.

„დღესდღეობით ვაკვირდებით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნის შემთხვევაში, ის გარკვეული რისკები, რომლის მოლოდინიც ჩვენ გვქონდა, არ გამართლდა და ჩვენი მოქალაქეები მკაცრად იცავენ იმ ნორმებს, რომლებიც არის მოწოდებული. მე იმედს ვიტოვებ, რომ ყველა დანარჩენ უწყებაშიც, რომლის გახსნაც ეტაპობრივად მოხდება, ჩვენ გავაგრძელებთ ნორმების დაცვას და ნიღბების მოხმარებას“,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში