ბათუმის იუსტიციის სახლი 09:00 საათიდან 00:00 საათამდე იმუშავებს 

01 ივნისი 2020, 13:48 2162 ნახვა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით, დღეიდან თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები მოქალაქეებს მოემსახურებიან დილის 9 საათიდან ღამის 12 საათამდე. თეა წულუკიანის განცხადებით, სერვისი მისაღებად აუცილებელია დაჯავშნის სისტემა. 

''იმისათვის, რომ ამ სამ იუსტიციის სახლში სერვისის მისაღებად მოხვდეთ, აუცილებელი იქნება მოქალაქის პორტალი my.gov.ge ანუ ჯავშნის სისტემა. ეს საშუალებას მისცემს ყველა იმ მოქალაქეს, ვინც ვერ ახერხებს იუსტიციის სახლში მოხვედრას, ამ სერვისით ისარგებლოს სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც.

ხუთენოვანი პორტალი my.gov.ge მუშაობს ქართულ, აფხაზურ, სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე, ეს რა თქმა უნდა ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. დავაკვირდებით როგორი იქნება მოქალაქეების კმაყოფილების ხარისხი ამ სერვისთან დაკავშირებით. თუ მოთხოვნადი გახდა და ადამინებს მოუნდათ სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც ისარგებლონ სერვისებით, ჩვენ მას პანდემიის დასრულების შემდეგაც დავტოვებთ.

ვირუსი არ არის დამარცხებული, ამიტომ ყველა სერვისის მიღებისას, იქნება ეს იუსტიციის სახლები, საზოგადოებრივი ცენტრები თუ სანოტარო ბიუროები, პირბადე და სხვა ის პირობები, რაც დაგვიდგინა ჯანდაცვის სამინისტრომ იქნება, როგორც მომსახურე პერსონალის, ასევე მომსვლელი მოქალაქისთვის სავალდებულო“, - განაცხადა წულუკიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში